თოვლი,თოვლიო
და აჰა თოვლი! მოვიდა და რა მოვიდა, მობუქა , მოყინა კიდეც, მალე კარგი სათხილამურო ამინდი რომ იქნება ზუსტად ისე, მაგრამ ვაიმე და შუქი ჩაქრა, დიახ ჩაქრა, როგორ? როგორ და წავიდა , დაგვტოვა, უკან რომ არ მოიხედა ისე ... დაღამდა, ქარბუქმაც იმატა, გაითიშა
ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალება, ელექტრო
კვების წყაროებმა თავისი შესაძლებლობლები ამოიწურა
და ჩვენმა კომპიუტერებმა და მობილურებმა ცივად რომ ვთქვათ თვალები დახუჭე, ჩაილურის
წყალი დალიეს.... და... დილით სკოლაში მოსული
პატარები ( მარტო პატარები? ) ემოციებს ვერ მალავენ წუხანდელი საღამოდან, აღტაცებით
ყვებიან უფროსი ოჯახის წევრების მონათხრობებს, ისტორიებს, ადრეულ ბავშვობაში გადახდენილთ, თამაშებს, გართობებს,
სიცელქეებს თუ სიხარულებს, ისტორიებს რომლებსაც თუ მოინდომებ ერთ წიგნადაც შეკრავ დაბეჭდავ და დიდი ტირაჟითაც გაყიდი კიდეც ,
ყვებიან აღმოჩენებს წინა წლებში ადამიანების "მოქმედი არსებობის" შესახებ, უზიარებენ
ახალ, თუმცა მოძველებულ ისტორიებს და კმაყოფილები არიან, გახარებულები სასიამოვნო მოგონებების
მოძალებით გამხიარულებულები, გარეთ ცივა თუმცა გულში მშვენიერი დარია, დღეს ხომ განსხვავებული
დღეა ყველა დღისაგან, თითოეული ჩვენგანისათვის განსხვავებული წარსულის მოგონებებითა
და სიახლეებით დატვირთული. დღეს ფარის არც თუ ისე შორეული ცხოვრების ისტორია გავიცანი. ზარიც დაირეკა, სკოლის დიდი ზარი,
მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ სათუოა გამოიდაროს, ამ ზარს ხომ უშუქობის დროს იყენებენ თან
მისი ჟღერადობის მიხედვით ამინდის ზუსტ პროგნოზს ადგენენ. დღეს ბგერა მრავალხმოვანი
არ იყო, შესაბამისად ხვალაც განსხვავებული დღე გველოდება...ისევ დაღამდა და ...შუქი
მოვიდა.
და რა იყო ეს
? გამოფხიზლება?