Sunday, February 16, 2014

დიდები და პატარები (ლამპრობა ი ლიჩაჩხელ) 2014






 ლამპრობა სვანეთში
ლამპრობა 2014
მესამე წელი და მესამე ლამპრობა, ძალიან ლოგიკურადაც J წელს განსაკუთრებული ოვაციებით ვხვდები, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და ცოტა ქვემოთ ცენტრში ჯექე-მექეს (გითხრა-მითხრა , იმედია მეზობელი სოფლის წარმომადგენლები არ მიწყენენ J) ქუჩაში გადმოვინაცვლე, დიახაც ეს ფარის ცენტრია და შესაბამისად აქ დღესასწაული უფრო ფართო მაშტაბებით ჩატარდება. 

წელს ლამპრობა 9 თებერვალსაა, აღდგომამდე 7 კვირით ადრე, სამზადისი დაწყებულია და შესაბამისად ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ძველი მოგონებებიც გაღვიძებულია, ლეგენდები სოფლელში  არსებული ერთადერთი სალოცავის შესახებ, რომლისაკენაც მიიწევდა ყველა „მეომარი’, დღესასწაულის დღეს გარიჟრაჟზე, ლამპრის სიდიდე სალოცავამდე მანძილით განისაზღვრებოდა ისე რომ სახლიდან წამოსული ანთებული ლამპარი  გზაში არ უნდა ჩამქრალიყო, ბოლომდე უნდა გაენათებინა გზა მეომარისათვის და ისევ ისეთი,  მოელვარე შეერთებოდა  თავის მეგობრებს.
პირველად ანთებული ლამპრებით
ზაგრარების გორა ნათდება
 ყველაზე დიდი სალოცავი, ფარის თემის შემაღლებულ ადგილზე სოფელ კაცხში იყო, შემდეგ კერები დაიყო, დაიშალა და ეხლა თემის ყველა სოფელს საკუთარი „სალამპრო“ ადგილი აქვს, რომელთა უმეტესობაც ერთმანეთს შეჰყურებს და მეომრებიც განთიადზე მკვეთრი შეძახილებით ამხნევებენ ერთმანეთს. იმასაც იხსენებენ რომ ადრე დღესასწაულის აღნიშვნას შუაღამისას იწყებდნენ და შემდეგ კარგად შეზარხოშებულებს სულ მარაოსავით, ფრიალით მიჰქონდათ ანთებული ლამპრები დანიშნულების ადგილამდე, ტრადიციამ სახე შეიცვალა, სულ რამდენიმე საათით გადმოინაცვლა და ამჟამად ღონისძიების ეს ნაწილი უკვე მთავარი რიტუალის შემდეგ მზის ამოსვლისთანავე  ხორციელდება.
9 თებერვალი_ ლამპრობის დღესასწაული  ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა



ლუკა_  პატარა 
მეომარი
  
 ლიჩაჩხელ _ პატარების ლამპრობის  „სვიმნობის“(15 თებერვალის საღამოს თავიანთ
ლიჩაჩხელ
 მიცვალებულთა საფლავებზე გადიან და კოცონს ანთებენ, შემდეგ სულების მოსახსენებელსაც ამბობენ ) მეორე დღე 16 თებერვალი, ტრადიციის განმხორციელებლები თემის უმცროსი ასაკის წარმომადგენლები - პატარა ლიჩაჩხელები არიან. ღონისძიების მთავარი ატრიბუტი „მუხირ“ ლამპრობის დღეს დამწვარი ლამპრის გადარჩენილი  ნაწილებისაგან მზადდება. ამ დღეს ბავშვები ანთებულ ლამპარს  შეძახილით - „ზავემ ჯაჩეჩხ“ (მომავალ წელსაც) შეუგდებენ სოფლის რომელიმე მაცხოვრებელს შემდეგ კი გარბიან, თუ ოჯახის წევრები დაიჭერენ „მავანსს“  შინ მიიწვევენ და გაუმასპინძლდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიჩაჩხელი გამარჯვებულია და ფიქრობენ რომ ოჯახის ქონება მთელი წლის განმავლობაში პატარა მელამპრისაკენ წავა.  ასე ხუმრობენ და ერთობიან, ხალისით იხსენებენ ბავშვობაში გადახდენილ კურიოზულ ისტორიებს: გულო მასწავლებელი ყვება რომ, მშობლებმა საღამოხანს მეზობლებთან გააგზავნეს ლამპრით დამშვენებული, ოჯახის დიასახლისი საოჯახო საქმეში ჩართული და დაღლილი რძეს ასხამდა თურმე იატაკზე დადგმულ ქვაბში, ზურგით კარისაკენ, სწორედ ამ დროს შეუგდია ღია კარიდან ანთებული ლამპარი  დიასახლისის მიართულებით და გაქცეულა....... მერე დაუჭერიათ და სწორედაც რომ გამასპინძლებიან J.  პატარებს უკვე დავეკითხე და ტრადიცია დღემდე გრძელდება:
_მაუგლი შენ ვის უნდა შეუგდო ლამპარი?
_ თქვენ მას!
იმედია დროულად გავიგებ, და თუ მელამპრეს ვერ დავიჭერ,, არ გადავიწვები მაინც.
 16თებერვალი
ლიჩაჩხელები
დილიდანვე ხმაურია
პირველი ლიჩაჩხელიც გამოჩნდა :დავით ნარსავიძე - მეტსახელად მაუგლი, ადგილზევე იქნა დაკავებული
-      
დათო (მაუგლი)
  
ჯერ მუხირ არ შემეგდო და ისე დამიჭირა - აბდუშაჰილივით აცხადებს პატარა მელამპრე 
რამდენიმე წუთში უკვე მოულოდნელად გიორგი( მაუგლის ძმა) გამოჩნდა და შემდეგ კი პატარა ლუკა.... დღემ მშვიდობით ჩაიარა, ლიჩაჩხელების ორგანიზებული ჯგუფი ასე  „აწიოკებდა“ მთელი დილა ფარს, შემდეგ ყველანი „დაიჭირეს“ და გაუმასპინძლდნენ.  დღეს პატარა ლამპრებით არა მარტო პატარები ერთობოდნენ J
  
მზისკენ მიმართულები
 ლოცულობენ
აი ასე გრძელდება ტრადიციები ფარში J