ზემო სვანეთი
ანუ მესტიის რაიონი ენგურის ხეობაშია გადაჭიმულა, გამწარებული ჭიასავით დაკლაკნილი
გზა მიუყვება მთების ნაპირებს, მთელს გზაზე ერთ მხარეს ხრამია და მეორედან კლდე დაგცქერის,
თავდაპირველად ციცაბო და მიუვალი ადგილების გამო 10 გვირაბი გვხვდები, რომელთაგანაც
2 ახალია ხოლო 2-იც ადრეულ ხანაში სულ ხელით გამოუკვეთიათ კლდეში აქ მცხოვრებთა შორეულ
წინაპრებს. ხეობის დასაწყისში დაგუბებული ენგურია,
რომელიც შემოდგომაზე ზურმუხტისფერდება, ეს ენგურგესია. ენგური სვანეთისაა,ამიტომაცაა
აქ ელექტროენერგია უფასო J
. გზადაგზა უზარმაზარი ლოდები გვეგებები, კლდიდან
მოწყვეტილან და ენგურს არ წაყოლიან მაინც ვერ
დაუთმიათ თავიანთი სამყოფელი, სწორედ ასეთმა ლოდმა გვიხსნა ერთ ზამთარს გზად მიმავალნი
ენგურში და შემდგომ შავ ზღვაში ხანგრძლივი ვიზიტისაგან. გზაზე ბევრი ჩანჩქერია , როგორც
ზოგი აღნიშნავს საკალმახეები , ჩანჩქერები შემოდგომაზე წყალუხვდებიან , და ხანდახან
ისე ლამაზდებიან ,რომ ნიაგარობასაც კი ჩემულობენ.
ხეობაში შესვლასთან ერთად, იშლება ჩამოსასხმელი ნაყინის თავების მსგავსი მწვერვალებით
დახუნძლული პეიზაჟები. გზაზე ბევრი ფოტოები და
პატარა ქვის კოშკები გვხვდება, სამწუხაროდ აქ წაროდგენილი სახეები ომში დაკარგული
გმირები არ არიან. კოშკს ახალგაზრდად გარდაცვლილ მამაკაცებს უგებენ. ნათქვამია ზუგდიდიდან
ჯვარზე რომ გადახვალ უკვე სვანეთიაო, გზად ხეობებზე შეფენილი , თუ ხეობებში ჩაძირული
სოფლები გვხვდება. ზემო სვანეთი ორ ნაწილად იყოფა ბალს ზემოთ და ბალს ქვემოთ, პირადად ჩემთვის კი ფარს ზემოთ და ქვემოთ, ფარს
ქვემოთა სოფლები : იდლიანი ენგურს გაღმაა , ხაიში_ ცნობილი „არა ხუდონჰესით“, ბარჯაში_ სტუმრად მომავალთა პირველი
საკუბდრე. ჭუბერი _კოდოროს ხეობით აფხაზეთთან დამაკავშირებელი, ნაკრიდან რუსეთში გადადიან.
ჯორკვალში კი ლეგენდის თანახმად თამარ მეფეს გაუვლია თავისი ჯორით და კვალიც დაუტოვებია.
ლახამულა სოფელი რომელიც ცნობილია გზად თავისი მჟავე წყლით, წელს ლახამულაში სტიქიაა,
მთაში დაგუბებული ტალახი ფელამუშის მდინარედ წამოვიდა და სოფელს მოედო. სამწუხარდ ნახევარი
ლახამულა თხილის გულებივით ჩაიძირა ცივ ლავაში.
ლახამულას შემდეგ ფარია J.
ფარს ზემოთ კი ეცერის „უღელტეხილი“, ოქროს ღელე _შავღელე და ბეჩო, ბეჩოში - უშბა, სვანეთის ლეგენდარული უკვდავი
ქმნილება, შემდეგ როგორც გზიდან მოსჩანს ხეობებს შორის ვაკეზე გაშლილი სოფელი ცხუმარი,
მუდამ მზის სხივებით განათებული, ცხუმარის შემდეგ ისტორიული ძეგლებით დახუნძლული ლატალი
,სვანეთის თეთრი დედოფლის თეთნულდის პირველი გადასახედი, კოშკებით მორთული ლენჯერი,
და რაიონალური ცენტრი მესტია, თამარ მეფის ძეგლით, ხიდითა და აეროპორტით. მესტიის ისტორიული
მუზეუმით. ცოტა ზემოთ 7 კმ-ში ჰაწვალი, ნაძვებში
ჩართული სამთო სათხილამურო კურორტი, ჯერ მანქანით შემდეგ კი საბაგიროთი მიუყვები გზას
ჰაწვალის მწვერვალისაკენ, უკვე გზად ერთიანად იშლება ყველა მთათა სისტემა რაც კი აქ
ამოსვლამდე შეგხვედრია, ყველა მწვერვალი და რაც მთავარია, პირველად ბეჩოდან დანახული
უშბა , მეორე მხრიდან თავისი 2 თავით, ჰაწვალის ბოლო წერტილი, პატარი ევროპული ადგილიდან
გადაშლილი კავკასიონი, თეთნულდით- თეთრი დედოფლითა და უშბის გვირგვინით შემკული, უკიდეგანო სივრცეში მძივებად
ასხმული
მწვერვალები,საქართველოს ბრილიანტები. ჰაწვალიდან დანახული საქართველო, მართლაც
წყაროზე მიმდგარივით ცქერით წყურვილს რომ ვერ მოიკლავს, ყვავილების დედოფალი ორთავიანი
უშბა ურიცხვი თანმხლები მძივებით, მართლაც რომ „პაწაწინა“ სამოთხეა.
No comments:
Post a Comment