და როდისაა სვანეთი
ყველაზე ლამაზი?
გაზაფხულზე?
_ როცა თოვლი დნება,ზვავების ჩამოსვლა იწყება , ბუმბერაზი კლდეები ზოლებიან სპორტულებს რომ ჩაიცვამს. და როგორც მთებიდან მოსჩანს თითქოსდა დედა ზვავის მიერ ძაფივით დართული
ნაკადულები მოედინება, როდესაც სიცოცხლე ბრუნდება, თეთრი თოვლის საფარს ხავსი ეკიდება
და ამ ხავზე სურნელოვანი, ათასფერი ყვავილები იშლება; ზაფხულზე?_ როდესაც აყვავებულ ბუნებაში ფერდობებზე აქა იქ შემორჩენილი
თოვლი სვანეთის სიდინჯესა და სიმკაცრეს გვახსენებს,თუ მაშინ როცა ბუნება აჭახჭახდება,
ყველაფერს ალისფერი ედება და წითელ ყვითელ
ფერებში ჭრელდება, ზამთარში? _ყველა და ყველაფერი სვანეთის დიდი დედოფლის თეთნულდის
ახლო ნათესავად რომ იქცევა , გაყინულ ჩანჩქერებზე
წყალი ლოლოებად რომ ჩამოეკიდება თითქოსდა
ყინულის დედოფლის სამფლობელოსაკენ გვეპატიჟებიან.... და მაინც .... წელიწადის ნებისმიერ დროს სვანეთი მაშინაა ყველაზე
ლამაზი, როცა ღრუბლები გაიფანტება და სოფელ ბეჩოსთან მწვერვალ უშბის _ უკვდავი სვანური
კოშკი თავისი სიდიადით მოეფინება მთელს არემარეს . ლურჯ ცაში თითქოს ეულად მაგრამ უშიშრად
შეჭრილი ..
ვისაც უშბა არ
უნახავს მას სვანეთის სილამაზე არ გაუგია, დიადია უშბა _პირველი უკვდავი სვანური კოშკი,
ბუმბერაზი, მწვერვალთა მწვერვალი, თავისი დიდებით რომ მოუღერებია ყელი მნახველთათვის,
მოლაპარეკე სარკე რომ დაუშტერებია ვინაა ყველაზე ლამაზიო. მართლაც ლამაზი, ლამაზთა
შორის . სვანეთის და არა მარტო, საქართველოს დიდება. ვისაც უშბა არ უნახავს მას ჩვენი
ქვეყნის სიდიადეზე არც კი სმენია.
No comments:
Post a Comment