ლამპრობა
ზამთრის სუსხიანი დილაა... არა ჯერ ისევ ბნელა. გარეთ ხმაურია. ვიცი რომ ადრე უნდა
ავდგე, დგეს ხომ სვანეთში ცეცხლოვანი ლამპრობა(ყოველი მეომარი თითო ლამპარით) _ მამაკაცების
დღესასწაულია.... და მერე რა რომ მეომარი არ ვარ... წინასწარ ვიზრუნე _ ერთი ლამპარი
ჩემია!... უკვე ავდექით, გორაზე გამოჩნდა მეზობელი თემის ცეცხლოვანი რაზმი, ეხლა ჩვენი
ჯერია... ანთებული ლამპრებით მივემართებით სალოცავისაკენ. გარიჟრაჟზე სიჩუმეს ქათქათა
თოვლზე მოსიარული მეომრები აკრთობენ... მიხარია მეც ხომ ერთ–ერთი მათგანი ვარ.... შემდეგ
ლამპრები ერთდება, სინათლის სვეტი აღიმართება ცასა და დედამიწას შორის.... მამაკაცები
თემის უხუცესთან ერთად მზისკენ შემართულები თავიანთი მეომრების გამრავლებისათვის ლოცულობენ.
ლიფანე
არამგონია კიდევ
სადმე მოიძებნებოდეს ადგილი, სადაც გარდაცვლილ ადანიანს ასეთ პატივს მიაგებდნენ როგორც
აქ მესტიაში. გარდაცვალების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 12 ლიფანე _ სულების მოხსენიების
დღე, 12 საკლავით.. ოჯახში დიდი
სუფრა იშლება, თემი იკრიბება, ასაკოვანი მამაკაცები
სუფრასთან ფეხზე დგომით სახით კარისაკენ ჭიქას უქცევენ გარდაცვლილს. ამ დროს შემოსასვლელ
კარს აღებენ და გზას უთავისუფლებენ გარდაცვლილთა სულებს.
No comments:
Post a Comment