უკვე მესამე წელია სვანეთში
ვარ, თავიდან სოფელ ფარში განცალკევებულ ადგილას ნოდარიშერების თემში ვცხოვრობდი, საუცხოო
ადგილია, 3 ოჯახისაგან შემდგარი პატარა სოფელი, ყველასაგან განცალკევებული.. სახლი
სადაც მე ვცხოვრობდი პატარა სოფლის შუაშია დანარჩენ ორს შორის მოთავსებული, სახლის
წინ ხეხილის ბაღია,ბაღში ხშირად ოჯახის ტრანსორტი ბორჯო ვირი დასეირნობს, იქვე სახნავ-სათესი მიწა , ბოსტანი და სათიბები,
ოჯახში დედა ცხოვრობს რომელიც სამ ობოლს ზრდის, მეუღლე რამდენიმე წლის წინ მოუკლა ცნობილმა ომეხი აფრასიძემ, ქვრივია თუმცა მამაც ქალს ოჯახში მახშვის როლი აქვს შეთავსებული
და მამულს მართლაც რომ ღირსეულ შვილებს უზრდის. ბაღის ბოლოს თემის „ახალგაზრდა უხუცესის“ ბატონი მურადის სამფლობელო
იწყება, მურადის ეზოში ძველი სვანური სახლი დგას, თავისის ინტერიერით მთლიანად აღწურვილი,
ჭორად დადის დიდი თანხა შეუთავაზებიათ მურადისათვის ამ სახლის სანაცვლოდ, თუმცა მას,
თავის წინაპართა ავლა-დიდების დამცველს, რათქმაუნდა უარით გაუსტუმრებია მავანნი, ეხლა
აქ პირუტყვის სადგომია, მურადის სახლში ქალი არ არის თუმცა სახლს დიაცის ხელი არც დაჰკლებია,
მურადთან ცხოვრობს ივანი _ „რუსი ...“ . და მესამე ოჯახი : მოხუცი ბებო და მისი ორი
შვილი, ერთი ახლადდაქორწინებული პატარას მოლოდინში, ხოლო მე-2 წალკაში მცხოვრები სამსახურის
გამო დროებით ბავშვობის კერას შეფარებული, შარშან აქ ქორწილში ვიყავი, ძალიან საინტერესო
იყო... აქოურთ ტრადიციებით გაჟღენთილი. თემის ყველა ახსოვს წინაპართა ადათ წესები,
ხშირად იცავენ თუმცა თანამედროვე ეპოქაში ღიმილით ასრულებენ მათ. ეს ნოდარიშერებია.
წელს საცხოვრებელი შევიცვალე და ფარის ცენტრში გადმოვედი, აქ "ხალხმრავლობაა", ამჟამად
კაბერიშერებში ვცხოვრობ.
No comments:
Post a Comment